aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

“ეს ჩემთვის ოცნების ასრულებაა…” – ბასილაშვილის პირველი კომენტარი ისტორიული გამარჯვების შემდეგ

aviabiletebi
ავიაბილეთები

რამდენიმე საათის წინ საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, როჯერ ფედერერი დაამარცხა.

ისტორიული გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა კომენტარი კორტზევე გააკეთა და მეტოქეზე დიდი მოწიწებით ისაუბრა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მასთან თამაშის შანსი მომეცა. ძალიან კარგია, რომ ის კორტს დაუბრუნდა, ჩემი აზრით, როჯერი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია. ის ბრწყინვალე ადამიანი გახლავთ.

ეს ჩემთვის ოცნების ასრულებაა. ფედერერი ყოველთვის ჩემი კერპი იყო და დაუჯერებლად ბედნიერი ვარ,“ – განაცხადა ბასილაშვილმა.
იტვირთბა....