ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აგორდა ეს უარყოფითი ტალღა…” – რა განცხადებას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე

“ინფორმაცია, თითქოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ხანდაზმულებში იმუნიტეტს ვერ უზრუნველყოფდა, სწორი არ გამოდგა, მაშინ უბრალოდ კვლევა არ იყო ჩატარებული,” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ დღეს მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, ჯერ ისეთი ვაქცინა არ გამოსულა, რომელსაც არცერთი გვერდითი მოვლენა არ აქვს.

„რაც შეეხება გართულებების ცალკეულ შემთხვევებს, ასეთ შემთხვევებზე ინფორმაცია სულ არის. მაგალითად, „ფაიზერით“ ვაქცინაცია რომ დაიწყეს, 23 ადამიანი გარდაიცვალა ნორვეგიაში და სიკვდილის შემთხვევები ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც დაფიქსირდა. „ფაიზერზეც“ აგორდა ეს უარყოფითი ტალღა, რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ შემდეგ კვლევებმა დაადგინეს, რომ ამ ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ვაქცინა არ ყოფილა.

ქვეყნებში რომლებისგანაც არის სიგნალები, რომ იქ შეიძლება რაღაც გვერდითი მოვლენები იყოს, ვნახოთ, დადასტურდება თუ არა ეს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ისეთი ვაქცინა არ გამოსულა, რომელსაც არცერთი გვერდითი მოვლენა არ აქვს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსისვაქცინა დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შემოვა.

პირველ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსისსაწინააღმდეგო AstraZeneca-სვაქცინა შემოვა.

იტვირთბა....