ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აქცია ოკუპირებულ სოხუმში – ე. წ. პრეზიდენტის სასახლე ალყაშია

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში ორი აქცია ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს: ოპოზიციური პარტია “აურაა” ყრილობას ატარებს, პარალელურად კი ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას სასახლესთან მისი მომხრეები არიან შეკრებილი.

ამ დროისთვის სასახლე ბჟანიას მომხრეებისა და მილიციის ალყაშია. იქ შეკრებილები არიან როგორც მილიციელები და ბჟანიას მომხრეები, ასევე ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, ოპოზიციის მხრიდან ე.წ. პრეზიდენტის სასახლეზე შესაძლო შტურმის შესახებ ინფორმაცია მარტის დასაწყისშიც გავრცელდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გმირი ახრიკ ავიძბა და მისი დაცვის წევრები დააკავა, ავიძბას სახლიდან კი დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღო.

მოსალოდნელ შტურმთან დაკავშირებით, ე.წ.-მა შსს-მ სოხუმში უკვე მოუწოდა ოპოზიციურ ძალებს, რომ დაიცვან წესრიგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადების თანახმად, უწყება ადეკვატურად იმოქმედებს.

იტვირთბა....