ახალი ამბები მთავარი

შავ ზღვაში ნატოს 4 გემი შემოვიდა

უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით, 10 მარტს ოდესის პორტში  ნატოს სამი ქვეყნის: თურქეთის, ესპანეთისა და რუმინეთის სამხედრო გემები შევიდნენ.

ეს გემები ნატოს მეორე მუდმივ ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფში არიან გაერთიანებული. ალიანსის 4 სამხედრო გემი მასპინძელი უკრიანის სამხედრო-საზღვაო ძალების მონაწილეობით შავი ზღვის აკვატორიაში წვრთნას ჩაატარებენ.

ნატოს მეორე მუდმივი ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფი – ეს არის ალიანსის სწრაფი რეაგირების ერთ-ერთი სეგმენტი, რომელიც შედგება სამეთაურო ხომალდისა და არა უმეტეს 7-8 გემისგან. ამ ჯგუფის მიზანს წარმოადგენს საზღვაო ნაღმები მოძებნა და განადგურება, ასევე ხომალდების თანხლება და გაცილება ნაღმებიანი დაბრკოლებების გავლით.

იტვირთბა....