რუმინეთის სანაპიროებთან, შავ ზღვაში, 13-წევრიანი ეკიპაჟის გემი ჩაიძირა. გემზე მხოლოდ უკრაინის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული სააგენტო hotnews.ro-ს ავრცელებს. სააგენტოს ცნობით 2 ადამიანი გარდაიცვალა.
გემი Volgo Balt 17 როსტოვიდან კონსტანცისკენ მიემართებოდა. ჩაძირვის მიზეზად უამინდობა სახელდება. წყაროს ცნობით, ზღვაში ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევდა.
როგორც ცნობილია, ჯერჯერობით 10 ადამიანია გადარჩენილი, ხოლო ერთი დაკარგულია და სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
იხილეთ ვიდეო: