ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვინ არის მოსამართლე, რომელმაც “TV პირველიდან” ჩანაწერის ამოღების ნებართვა გასცა

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მოსამართლე, რომელმაც პროკურატურას TV პირველიდან ჩანაწერების ამოღების ნებართვა მისცა, ლაშა კლდიაშვილია. ტელეკომპანიის ცნობითვე, იგი სამი თვეა, რაც სასამართლოში გადაიყვანეს, მანამდე ის ხელვაჩაურსა და ისანში პროკურორი იყო.

როგორც ირკვევა, ლაშა კლდიაშვილის პირველი პოლიტიკური საქმეა, რომელზეც უკვე მიღებულია მედიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, „TV პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მიეცა.

ფოტო: “მთავარი არხი”

იტვირთბა....