ინდოეთში, ქალაქ ჰარიდავარში დაახლოებით 2,5 მლნ ადამიანს ელოდებიან Maha Shivratri-ს ფესტივალზე. ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს ცნობას.
ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და ფერადი ფესტივალი, რომელიც ჰინდუს მიმდევრების წმინდა რიტუალად ითვლება. ფესტივალის დროს შიშველი და სპეციალურად მორთული პილიგირმები მდინარე განგში ჩადიან და განბანვის რიტუალას ატარებენ.
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფესტივალის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ფესტივალზე დასწრება, კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხითაა შესაძლებელი.
ჰინდუს მიმდევრებს სჯერათ, რომ მდინარე განგი მათ ცოდვებისგან განწმენდს და სულის ხსნას მოუტანს.
იხილეთ ფოტოები: