ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“საქართველოში ვაქცინის შემოსვლა ერთი კვირით გადმოიწია” – ეკატერინე ტიკარაძე განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოსვლის თარიღმა ერთი კვირით გადმოიწია და მოწოდება უკვე შაბათიდან, 13 მარტიდან დაიწყება.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე 43 200 დოზა ვაქცინა შემოვა, რომელიც “ასტრა/ზენეკას” წარმოებისაა, ხოლო დანარჩენის მიწოდება კი ეტაპობირვად და უწყევტად მოხდება.

„დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ძალიან დიდი მადლიერება კომპანიების მიმართ და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან 24-საათიან რეჟიმში ვაქცინის მოწოდების პროცეში და ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ ამ მიმართულებით.

მას შემდეგ რაც ტვირთი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ხვალ და ზეგ მოგაწვდით, მოხდება მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება შესაბამის დაწესებულებებში, სადაც ვაქიცანია იგეგმება. დალოდება „ფაიზერთან“ არ მოხდება, ვინაიდან ეს ორი პროცესი ერთმანეთთან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს.

„ასტრაზენეკას“ შემთხვევაში აცრილი იქნება 43 200 ადამიანი, მეორე დოზით ისინი აიცრებიან მას შემდეგ რას მივიღებთ დამატებით „ასტრაზენეკას“ დოზებს. ეს ასევე შეთანხმებულია საბჭოსთან. გვაქვს დროის მონაკვეთი, როდესაც გარანტირებულად შემოვა მეორე ვაქცინა. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დროულად და დაჩქარებულ რეჟიმში შეგვიძლია ავცრათ უფრო მეტი რაოდენობა მოქალაქეების და ჩვენი ექიმების. ჩვენ გვაქვს 6-დან 12-კვირამდე ვადა იმ აღნიშნული პროტოკოლით, რითაც ხდება „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია, შესაბამისად, გარანტირებული მოლაპარაკებებით, რომელიც გამართულია, ჩვენ გვაქვს იმის დასტური, რომ მოესწრება მეორე დოზის შემოტანა“, – განაცახდა ტიკარაძემ.

იტვირთბა....