“ტვ პირველში შეჭრას გეგმავთ, ჯიგრებო?! ნარიშკინმა დაგიბარათ?! თუ ჩვენ ეხლა თავისუფალ მედიას არ დავიცავთ, ჩვენი თავისუფლება უბრალოდ დამთავრდება! მე, პირადად, ფიზიკურადაც დავიცავ!”
ხათუნა ლაგაზიძე – ანალიტიკოსი.
სოციალური ქსელი.
ცნობისთვის, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “TV პირველიდან” მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს. თუმცა პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები, არამედ, კონვერტი და ელექტრონული მატარებელი მოითხოვა, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.
ტელეარხის წამყვანი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ პროკურატურის მიზანია არა ფაქტების მოკვლევა, არამედ გავიდნენ წყაროზე. იგი აცხადებს, რომ ჟურნალისტები დაიცავენ წყაროს.