როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ახალ ეტაპზე გადავიდა, როდესაც ჟურნალისტების დასჯის საგანს წარმოადგენს ტელევიზიებში შესვლა, მუშაობის პარალიზება, დასაშინებლად მათი სამუშაო სივრციდან კომპიუტერების ამოღება ან ა.შ. რომ მედიამ ვეღარ მოახერხოს ოპერირება. ჩვენ რა თქმა უნდა გვქონდა მოლოდინი, რომ ვიქნებოდით ხელისუფლების შტურმის მსხვერპლი და ეს შტურმი დადგა ძალიან მალე ოფიციალური სასამართლოს განჩინებით.”
ნოდარ მელაძე, “ტვ პირველის” ჟურნალისტი.
ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გააკეთა განცხადება.
შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მიეცა.