“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში “TV პირველის” საქმეს ეხმაურება და წერს:
პროკურატურის მოთხოვნას ტვ პირველის მიმართ, აღარ ქვია აღარც პროკურატურის და აღარც მოთხოვნა.
1. პროკურატურას უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ მასალა, რადგან ის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და პროკურატურის ვალდებულებაა დანაშაულზე რეაგირება;
2. სრული კრეტინიზმია რარაც კონკრეტული ჩიპის მოთხოვნა და რაღაც კონვერტის. ორი მიზეზით: ეს შეიცავს წყაროს კონფიდენციალობის დარღვევის რისკებს, რაც აბსოლუტური პრივილეგიითაა დაცული (“წყაროს დასახელება” ფართოდ განიმარტება და მარტო მის სახელის და გვარის არგათქმას არ გულისხმობს, არამედ ნებისმიერი დეტალის, რამაც მისი იდენტიფიკაცია შეიძლება გამოიწყვიოს). ამას გარდა, იქნებ ეგრევე განადგურდა ის ფლეშკაც და კონვერტიც, რა სისულელეებს ბოდავენ?
3. ზემოთ თქმული იმდენად შინაარსს გამოცლილია სამართლებრივადაც და ლოგიკურადაც, რომ შეუძლებელია დაშინების გარდა რამე სხვა მიზანს მოიცავდეს. მთავარი სათქმელი აქ იყო შედით და პროპორციული ძალა გამოიყენეთო. რაც ასევე იმდენად დიდი ბოდვაა და საკუტრივ პროკურატურას და ხელისულფებას იმდენად აზიანებს, რომ ერთადერთ რამე მოიცავს – არხის და ამის შემხედვარე სხვა ოპოზიციური არხების დაშინებას”, – წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “TV პირველიდან” მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს. თუმცა პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები, არამედ, კონვერტი და ელექტრონული მატარებელი მოითხოვა, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.
ტელეარხის წამყვანი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ პროკურატურის მიზანია არა ფაქტების მოკვლევა, არამედ გავიდნენ წყაროზე. იგი აცხადებს, რომ ჟურნალისტები დაიცავენ წყაროს.