ქუთაისში საწვავის გაძვირება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები, ხელისუფლებას მოუწოდებენ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროული რეაგირება მოახდინოს და ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
მათი განცხადებით, საწვავის ფასი ყოველდღიურად ზრდა ავტომფლობელებისთვის სერიოზულ პრობლემაა და ამ მიმართულებით უნდა იქნეს რაიმე ზომები.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლების გასაფრთხილებლად, ავტობანის გადაკეტვას გეგმავენ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, პერმანენტული აქციები გაიმართება.
შეგახსენებთ, საწვავის ფასების გაძვირების გამო ქუთაისელმა მძღოლებმა აქცია-მსვლელობა რამდენიმე დღის წინაც მოაწყვეს.