ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სპორტი

“დიეგო მოკლეს!” – რა ინფორმაცია ვრცელდება არგენტინაში მარადონაზე

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში ოთხშაბათს, 10 მარტს ასეულობით არგენტინელმა მიტინგი გამართა. მათი მოთხოვნაა გამოიძიონ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას სიკვდილის გარემოებები. ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

ფეხბურთელის თაყვანისმცემლებმა ბუენოს აირესის ქუჩებში მარადონას მაისურებით, მისი გამოსახულებიანი დროშებითა და შეძახილებით – „ის არ მომკვდარა, ის მოკლეს“, „სამართლიანობა დიეგოსთვის“ და „სასამართლო და სასჯელი დამნაშავეებისთვის“ – ჩაიარეს.

როგორც “ალ ჯაზირას” კორესპონდენტი ბუენოს აირესიდან იტყობინება, დემონსტრაციის დროს ადგილი ჰქონდა მცირე შეტაკებებს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის.

შეგახსენებთ, მარადონა 2020 წლის ნოემბერში, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის მიზეზი გახდა გულის შეტევა. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, ფეხბურთელი კლინიკიდან გაწერეს ტვინზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ.

 

იტვირთბა....