ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აზრი არ აქვს ამ ქვეყნისთვის და ხალხისთვის ბრძოლას. გითხრათ რატომ?” – რას წერს ანიტა რაჭველიშვილი

მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

“აზრი არ აქვს ამ ქვეყნისთვის და ხალხისთვის ბრძოლას და გითხრათ რატომ? აი ავიღოთ მაგალითისთვის წყლის თემა! რამოდენიმე დღეა გავყვირივარ რომ თბილისის ძალიან ბევრ უბანს წყალი მხოლოდ 3-ჯერ კვირაში მიეწოდება,წარმოიდგინეთ ეს რამდენი ათასი ადამიანია. ხმას არავინ არ იღებს არ ის ვინც უწყლოდ რჩება და არც ის ვისაც რა თქმა უნდა წყალი აქვს 7 დღე კვირაში და საერთოდ არ ანაღვლებს რა პრობლემები გვაქვს ჩვენ!

გუშინ ოლიგარქის ვაჟმა “გააპრავა” დედის გინებაზე ძალადობა! ისეთივე ძალადობა რომელსაც შაქარაშვილი შეეწირა და კიდე ძალიან ძალიან ბევრი სიცოცხლე,რას აკეთებს საზოგადოება?აბსოლუტურად არაფერს! რომელი თემაც არ უნდა დავასახელო ყველაფერზე ინერტულები ხართ გარდა რამოდენიმე ადამიანისა. ვაქცინა გვაქვს? არა! პირბადეებს ატარებს ხალხი? არა! ჩაგვკეტავენ ისევ? კი,აუცილებლად! სიღარიბეში ამოგვხდა სული ერს? კი. ჰესებით ანადგურებენ საქართველოს? კი. რუსებს და თურქებს მიყიდეს მიწები? კი! რუსი ოკუპანტები უკანონოდ იჭერენ ჩვენს მოქალაქეებს? კი! მაგრამ ხმას არავინ იღებს! ამიტომ ბრძოლას აღარ აქვს აზრი! ამ მთავრობა მიაღწია მიზანს! წაგვართვა თავმოყვარეობა და ერთობა! მორჩა!”, – წერს რაჭველიშვილი.

იტვირთბა....