aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

(ფოტოები) სკოლის ავტობუსი ხრამში გადავარდა – დაღუპულია 27 ადამიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინდონეზიაში, სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა. დაღუპულია 27 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters – ი ავრცელებს.

ინდონეზიის კუნძულ იავაზე სასკოლო ავტობუსი, რომელსაც ექსკურსიიდან უკან მომავალი ბავშვები გადაყავდა, მოცურდა და ხევში გადავარდა. სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს 39 ადამიანი. მათი უმეტესობა საავადმყოფოებში არის გადაყვანილი და უტარდებათ შესაბამისი სამდიცინო მომსახურება.

ავტობუსის ავარიის ზუსტი მიზეზი უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება. ქვეყნის ტრანსპორტირების მინისტრის თქმით გამოძიების დეტალები მალე გახდება ცნობილი.

იტვირთბა....