ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რაგბი ახლა ფეხზე რომ დგას, ბატონი ბიძინას დამსახურებაა” – ალექსანდრე გრიგალავა

“რაგბი ახლა ფეხზე რომ დგას, ბატონი ბიძინას დამსახურებაა,” – აღნიშნული რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა, ალექსანდრე გრიგალავამ „ქრონიკას“ განუცხადა.

გრიგალავას განმარტებით, როდესაც ერთმანეთს ორი მხარე ედავება, აუცილებელია ნეიტრალური პირის მოსვლა.

„როცა ორი მხარე ედავება ერთმანეთს, იქ აუცილებლად ნეიტრალური პირი უნდა მოვიდეს. ჩვენ ახლა მხარეებად ვჩნდებით და არ შეიძლება, ვიღაც მაინც აუცილებლად მიკერძოებული იქნება. სოსო ტყემალაძე არის ნეიტრალური მხარე. იმ შეკითხვებს, რასაც უსვამენ, რომ რა გაგიკეთებია, ბატონ ბიძინას რა გაუკეთებია კავშირისთვის, ეს კითხვა არ უნდა დაისვას, რადგან რაგბი ახლა ფეხზე რომ დგას, ბატონი ბიძინას დამსახურებაა, – განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის გამგეობამ პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე 42 ხმით აირჩია. მანამდე „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზთან, სადაც რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა უნდა გაიმართოს, პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, სოსო ტყემალაძეს მოწინააღმდეგეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

იტვირთბა....