ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა და ვერ მიიღო…” – რას წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.

ჟორჟოლიანი აღნიშნული მიმართით გურჯანში ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული 8 თვის ბავშვის საქმეს ეხმიანება.

“ქალი, რომელზეც ქმარმა იძალადა და 8 თვის შვილი დაიღუპა, ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა, რომელიც ვერ მიიღო.

ანუ, ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ უმრავლესობაშია მოსაზრება, რომ მეზობლის საქმე მათ არ ეხებათ, თუნდაც სიკვდილ-სიცოცხლეზე გადიოდეს ის. უბედურება გვჭირს”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გურჯაანში, ოჯახური კონფლიქტის დროს 8 თვის ბავში დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს.

იტვირთბა....