ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

(ვიდეო) პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს სადეზინფექციო ხსნარი შეასხა

ტაილანდის პრემიერი, პრაიუტ ჩან-ოჩა, მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების შესახებ დასმულმა კითხვამ იმდენად გააღიზიანა, რომ მედიის წარმომადგენლებს სადეზინფექციო ხსნარი შეასხა.

BBC-ის ცნობით, ყოფილი გენერალი, ტაილანდის მთავრობას 2014 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხელმძღვანელობს და ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევა.

გამოცემის თანახმად, წარსულში მან ერთ-ერთ ჟურნალისტს ყური აუწია. ასევე რამდენიმე წლის წინ პრესკონფერენციაზე საკუთარი თავის მუყაოს ფიგურა გამოიტანა, რომელსაც მედიის კითხვებზე უნდა ეპასუხა.

იხილეთ ვიდეო:

იტვირთბა....