“ვფიქრობ, ჩამოვა მხარეებთან კონკრეტული შეთავაზებით და ამის შედეგად ვნახავთ რა მოხდება. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ყველა შემთხვევაში ჩავა ბრიუსელში, იმიტომ რომ ასოცირების საბჭო, ეს არის უმაღლესი თანამშრომლობის ფორმატი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, შესაბამისად, წამზომი ჩართულია ხელისუფლებისთვის, რომ ხელცარიელი არ ჩავიდეს ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი და ჰქონდეს რაიმე შეთავაზება ევროპელი კოლეგებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ევროპული კოლეგების მოლოდინი.”
სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.
ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
ცნობისათვის, საქართველოს ამ კვირაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი ეწვევა.