ახალი ამბები მთავარი

მზისგან დამცავი კრემები კიბოს იწვევს – რომელი ბრენდის ნაწარმი მოხვდა სიაში

საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მზისგან დამცავი პოპულარული ბრენდების საშუალებები დროთა განმავლობაში კანზე აგროვებენ ნივთიერება ბენზოფენონს, რომელსაც კიბოსა და სხვა ენდოკრინული დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

ექსპერტებმა ბენზოფენონის კონცენტრაცია 17 მზისგან დამცავ კრემში აღმოაჩინეს, მათ შორის არის, Nivea, Garnier, LaRoche-Posay, Coppertone, Banana Leaf და Neutrogena. ყველა პროდუქტი, გარდა Nivea-სი, შეიცავს ოქტოკრილენს, რომელიც შთანთქავს ულტრაიისფერ გამოსხივებას.

ცნობილია, რომ კრემების ნიმუშები ინკუბატორში ექვსი კვირის განმავლობაში 40 გრადუს ცელსიუსზე, 75 პროცენტიანი ტენიანობის პირობებში ინახებოდა. აღმოჩნდა, რომ ოქტოკრილენის შემცველ ყველა 16 კრემში ბენზოფენონის კონცენტრაცია აღმოჩნდა.

კვლევის ავტორების მტკიცებით, ოქტოკრილენის შემცველი ყველა ტიპის საშუალება ბაზარზე უნდა აიკრძალოს, თუ რათქმაუნდა შემდეგი კვლევები მის უსაფრთხოებას არ დაადასტურებს.

იტვირთბა....