ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახალარჩეული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. ექვს ახლად არჩეულ მოსამართლესთან ერთად, მოსამართლის ფიცი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემაც დადო.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ჰააგის სასამართლოს მოსამართლეები მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად მოგვიანებით შეუდგებიან.
“10 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახალარჩეული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. 6 ახლადარჩეულ მოსამართლესთან ერთად, მოსამართლის ფიცი იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემაც დადო. ჰააგის სასამართლოს მოსამართლეები მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად მოგვიანებით შეუდგებიან.
გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ჰააგაში ჩვენს ქვეყანას წარმომადგენელი დღემდე არასოდეს ჰყოლია. არჩევნები გასული წლის 19 დეკემბერს გაიმართა. გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა. ჰააგის მოსამართლე ის 9 წლის ვადით იქნება.
ჰააგის სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორცილებამდე, გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე განაგრძობს მუშაობას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო: