“გირჩი – მეტი თავისუფლება” “ფეისბუქის” გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 18 თებერვლამდე დაწერილი ჯარიმები, რომლებიც ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობას გულისხმობდა, სასამართლომ უკანონოდ სცნო.
გთავაზობთ განცხადებას სრულად:
“ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობისთვის გამოწერილი ჯარიმა საჩხერის რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ სცნო.
მოსარჩელე: გიორგი ჭიღლაძე
წარმომადგენელი: ლაშა კაპანაძე
მოსამართლე: კახა ყიფიანი
სასამართლო გადაწყვეტილება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ 18 თებერვლამდე, ვიდრე პარლამენტი კანონში ცვლილებებს შეიტანდა, თვეების განმავლობაში პოლიცია უკანონოდ აჯარიმებდა მოქალაქეებს.
შესაბამისად, 18 თებერვლამდე დაწერილი ყველა ჯარიმა ავტომატურად გასაუქმებელია!” – აღნიშნულია განცხადებაში