ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სპორტი

ცნობილ ფეხბურთელს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

“რეალ მადრიდისა” და “მილანის” ყოფილ თავდამსხმელს, ბრაზილიელ რობინიოს მილანის სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა ძალაში დაუტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს.

ცნობილ ფეხბურთელს 2013 წლის იანვარში მომხდარ ჯგუფურ გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. შემთხვევის მსხვერპლი 22 წლის ალბანელი გოგონაა. მასზე მისივე დაბადების დღეზე იძალადეს, ერთ-ერთ ღამის კლუბში.

რობინიოს 45 დღე აქვს იმისთვის, რომ განაჩენი გაასაჩივროს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ამჟამად ციხეში არ იმყოფება, რადგან ის ევროზონის ქვეყნების საზღვრებს არ კვეთს.

 

იტვირთბა....