“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომის პარალელურად, მოძრაობა “საქართველოს” და “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციას მართავდნენ 5 ადამიანი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით სამართალდამცველების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.