გურჯაანში გარდაცვლილი 8 თვის ჩვილის დედა პირველ კომენტარს აკეთებს და მომხდარის დეტალებს იხსენებს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა რომ დახმარებას ითხოვდა, საშველად არცერთი მეზობელი მივიდა. ამის შესახებ მან “TV პირველთან” საუბარში ისაუბრა.
“აიყვანა და აჯანჯღარებდა რაც ძალა და ღონე ჰქონდა. მე განწირული ხმით ვყვიროდი, ხალხნო მიშველეთ-მეთქი! არავინ მიშველა, კაციშვილმა, განწირული ხმით ვყვიროდი მეზობლებო მიშველეთ, ბავშვს მიკლავს- მეთქი და არავინ არ მომეშველა. მერე რომ გამოვედი, დილას ყველამ მე გადამიარა და ყველამ მე გადამთელა, ვითომ ბავშვი მე მოვკალი”, – განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის დედამ.
შეგახსენებთ, ცხრა მარტს, გურჯაანში, ოჯახურ კონფლიქტს 8 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ზ.შ.
მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.