“პირდაპირ ვიტყვი, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემ ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, პასუხს მოვთხოვ დღესაც. ერთი ქართველი ვაჟკაცი მაჩვენეთ, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრისაა. ბერა ივანიშვილი – ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი. მადლობა თქვენს ოჯახს სიკეთისათვის ილია მეორე: ერთ-ერთი ცოდვა რომელიც გააჩნია ადამიანს, არის უმადურობა – უმადური არ უყვარს არც ღმერთს და არც ადამიანს. იხარეთ.”
დავით ოქიტაშვილი – კულტურის პალატის ხელმძღვანელი.
სოციალური ქსელი.
ცნობისათვის, 9 მარტს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა ბერა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.