მინიმუმ 29 ადამიანი არის დაღუპული ავტობუსის გადავარდნის შედეგად, ინდოეთში, უტარ პრადეშში შტატში. ამის შესახებ გამოცემა “ArabNews” იუწყება. სერიოზულადაა დაშავებულია კიდევ 18 პირი.
როგორც ადგილობირვი პოლიცია იუწყება, მგზავრთა უმეტესობას ეძინა ავარიის დროს. ავტობუსი შტატის დედაქალაქ ლუკნაუდან დელიში მიდიოდა.
პოლიციის განცხადებით, შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება და მალე გახდება ცნობილი, თუ რა გახდა მასშტაბური ავარიის მიზეზი.