სომხეთის პრემიერ-მინსიტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლდა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დღეს დილით დაწერა. განცხადება გამოქვეყნებულია ასევე სომხეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზეც.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ წინადადებას და არც დადგენილ ვადაში მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი ოთხშაბათის მდგომარეობით, თანამდებობიდან გათავისუფლებულად ითვლება.
შეგახსენებთ, ერევნის ცენტრში კვირაზე მეტია ოპოზიციის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გენერალური შტაბის უფროსი კი ოპოზიციურ კოალიციას შეუერთდა და პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა.