ცნობილია გურჯაანში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ვინაობა. არსებული ინფორმაციით, 36 წლის ზურაბ შავლიაშვილის მიერ ცოლზე ძალადობას მათი 8 თვის ჩვილის სიცოცხლე შეეწირა.
მეზობლების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა შავლიაშვილმა მეუღლეს სავარაუდოდ, შეშის ღუმელი ესროლა, რომელიც ჩვილს მოხვდა და გარდაიცვალა. ამბობენ იმასაც, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ქმარს 25 წლის ქალი ხშირად ემალებოდა და ზურაბ შავლიაშვილი მეზობლების მიმართაც გამოირჩეოდა აგრესიით.
„როგორც ვიცი, ასეთი ამბავი ხშირად ჰქონდათ. არ ვამართლებ, ორივე მშობელი უდნა დაისაჯოს, ასეთ მშობლებს შვილი არ უნდა ჰყავდეთ. ბავშვები ნაცემები გამოდიოდნენ ხოლმე და ხელს თავად დედა აფარებდა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი