“ის საქართველო, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს, მე კატეგორიულად არ მომწონს.” – ამის შესახებ რუსთაველის თეატრის რეჟისორმა, რობერტ სტურუამ “იმედის ფაქტორში” საუბრისას განაცხადა.
რეჟისორმა გადაცემაში საუბრისას დასძინა, რომ “ვინ არის საერთოდ ის კაცი, რომელიც კიევიდან რაღაცებს გვკარნახობს?“
„როდესაც ნაძირლები მწარდებიან, ისინი საშინელ მეთოდებს მიმართავენ. არ გამკვირვებია ის, რაც მოხდა ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით. ესენი არიან არაქართველები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განადგურებას ცდილობენ. ის საქართველო, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, მე კატეგორიულად არ მომწონს. არ მინდა, რომ კაცი და ქალი ერთნაირად იგინებოდეს, ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. გვთავაზობენ რაღაც საშინელებას, ეს ფაშიზმზე უფრო საზიზღარი რამ არის. 30 წლის განმავლობაში საქართველომ ვერ დაამყარა ურთიერთობა საკუთარ ხალხთან და ვერ ჩამოყალიბდა როგორც ქვეყანა. ღირსნი ვართ საერთოდ თავისუფლების, თუ ერთმანეთს ვხოცავთ? მე ვიცი რა ინტრიგანები არიან, როგორ დარბიან მოსკოვში და რა მოლაპარაკებებს მართავენ. ისინი ნამდვილი მოღალატეები არიან. ვინ არის საერთოდ ის კაცი, რომელიც კიევიდან რაღაცებს გვკარნახობს?“ – განაცხადა სტურუამ.