პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.
“მეტრონომი” გია ხუხაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“ჩუბინიძეს ჯობდა კომენტარი არ გაეკეთებინა. თუ კერძო დაცვის ქვეშ მყოფ პირს ემუქრებიან, დაცვამ უნდა მიმართოს პოლიციას. სახლში მიკითხება ასევე უკანონო ქმედებაა, რომელიც შეიცავს კონფლიქტის მაღალ რისკს, რომლისთვისაც მინიმუმ ის მზად იყო…” – წერს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, სახელმწიფო დაცვის სასმასხურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ ტელეკომპატანია “იმედთან” საუბრისას განმარტა, თუ როგორ რეაგირებდა ბერა ივანიშვილის მიმართ მუქარაზე, როცა ის იყო ივანიშვილების დაცვის სამსახურის უფროსი.