ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დალაი ლამამ “ასტრა/ზენეკას” ვაქცინა გაიკეთა – როგორია ტიბეტის სულიერი ლიდერის მდგომარეობა

ტიბეტის სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. ამის შესახებ BBC იუწყება.

“ეს ძალიან კარგია. ეს ხალხს დაეხმარება” – განაცხადა დალაი ლამამ, მას შემდეგ, რაც “ასტრა-ზენეკას” პირველი დოზა მიიღო, ინდოეთში, ქალაქ დარმასალაში.

ინდოეთში ვაქცინაცია 16 იანვრიდან მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე მხოლოდ სამედიცინო პერსონალს ცრიდნენ. 1-ლი მარტიდან კი უკვე მასშტაბური ხასიათი მიიღო ვაქცინაციამ.

9 მარტის მონაცემებით ინდოეთში 22 მლნ-ზე მეტი დოზაა გაცემული. მთლიანად მსოფლიოში კი 312 მლნ. “ბლუმბერგის” მონაცემებით დღეში საშუალოდ 8 მლნ-მდე ადამიანი იღებს ვაქცინას. ასეთი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში მსოფლიო75 %-იან იმუნიზაციას 3,8 წელიწადში მიაღწევს.

იტვირთბა....