„ეს რა ვნახე TV-ში, ეს რა ვნახე და რას მოესწრო ჩვენი ქვეყანა…” – ამის შესახებ მსახიობი, ბესო ზანგური სოციალურ ქსელში წერს და მით გამოეხმაურა ჭყონდიდის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან ფიზიკურ დაპირისპირებას.
“ეპარქიაში, მეუფესთან, გამიშვი გამატარე, აივანი კი არა ცეცხლის წვიმაში რომ არ მოჰყევით არ გიკვირთ? რას აკეთებთ რას სჩადიხართ რას დაემგვანეთ და საით მიექანებით? რას გავხართ ხალხო რას? უფლის სახლში ვინ მოგცათ უფლება შეიჭრათ ვინ?!
უფალმა შეგინდოთ, დაიწყეთ ლოცვა, მხურვალე ლოცვა. ამინ“, – წერს ზანგური.
ცნობისათვის, მარტვილში, კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტის შემდგომ შეხლა-შემოხლისას ეპარქიის აივნის მოაჯირი ჩატყდა და ათამდე ჟურნალისტი გადაცვივდა. მათი ნაწილი დაშავდა.