საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობამ 31.57 მილიარდი ლარი შეადგინა.
სახელმწიფო ვალიდან 25.7 მილიარდი ლარი საგარეო ვალს წარმოადგენს, 5.84 მილიარდი ლარი კი საშინაო ვალია, რომელსაც მთავრობა სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით იღებს.
2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, წელს მთავრობა 5.27 მილიარდის ახალ სესხებს იღებს.
ქვემოთ იხილეთ ჩამონათვალი, თუ ვისი რამდენი აქვს საქართველოს სახელმწიფოს ვალი:
1) მსოფლიო ბანკის ჯგუფი (IDA და IBRD) – 6.79 მლრდ ლარი;
2) აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 5.70 მლრდ ლარი;
3) ევროპის საინვესტიციო ბანკი – 2.41 მლრდ ლარი;
4) გერმანია (KFW) – 2.39 მლრდ ლარი;
5) საფრანგეთი (AFD) – 1.89 მლრდ ლარი;
6) ევროობლიგაცია – 1.65 მლრდ ლარი;
7) ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ – 1.23 მლრდ ლარი;
8) იაპონია – 703 მლნ ლარი;
9) მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ – 699 მლნ ლარი;
10) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 643 მლნ ლარი;
11) აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 553 მლნ ლარი;
12) ევროგაერთიანება (EU) – 532 მლნ ლარი;
13) რუსეთი – 134 მლნ ლარი;
14) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 118 მლნ ლარი;
15) ავსტრია – 63 მლნ ლარი;
16) აშშ – 51 მლნ ლარი;
17) თურქეთი – 35 მლნ ლარი;
18) კუვეიტი – 30 მლნ ლარი;
19) ყაზახეთი – 29 მლნ ლარი;
20) აზერბაიჯანი – 18.1 მლნ ლარი;
21) სომხეთი – 18.1 მლნ ლარი;