ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჯო ბაიდენის ნაგაზი აგრესიული ქცევის გამო იზოლაციაში მოაქციეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის ორი ნაგაზი აგრესიული ქცევის გამო, თეთრი სახლიდან მათ საკუთარ სახლში, დელავერის შტატში გააგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN აქვეყნებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა ძაღლმა, თეთრი სახლის დაცვის წევრისკენ საკბენად გაიწია და აგრესიულად იქცეოდა. ძაღლის უკან, ბაიდენების სახლში გაგზავნის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

ჯო ბაიდენმა ნაგაზი, სახელად მეიჯორი 2018 წლის ნოემბერში აიყვანა თავშესაფრიდან. ძაღლი ამჟამად 3 წლისაა. მეიჯორი, მეორე ძაღლთან ერთად, რომელსაც ჩემპი ჰქვია, თეთრ სახლში იანვრიდან იმყოფებიან. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ჩატარდა.

იტვირთბა....