ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვარდები პარლამენტში – რადაში მუშტი-კრივი გაიმართა (ვიდეო)

პარლამენტის გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

უკრაინის პარლამენტში არსენ იაცენიუკის სიტყვით გამოსვლისას დიდი გაწევ-გამოწევა ატყდა. ჩხუბის მიზეზი პოროშენკოს ბლოკის ერთ-ერთი დეპუტატის ოლეჰ ბარნას საქციელი გახდა – მან იაცენიუკს ტრიბუნასთან ვარდების თაიგული მიართვა. ამ ჟესტმა იაცენიუკის „სახალხო ფრონტის“ წევრი დეპუტატები ისე აღაშფოთა, რომ პრემიერ-მინისტრის ღირსების დასაცავად თავიანთი ადგილებიდან წამოხტნენ და სხდომათა დარბაზში მუშტი-კრივი დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატი ოლეჰ ბარნა, რომელმაც იაცენიუკს თაიგული მიართვა, მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზნით ხელმოწერებს აგროვებს.

მოგვიანებით მისმა თანაპარტიელებმა ბოდიში მოიხადეს მისი საქციელის გამო.

საქართველოს გამოცდილებას გათვალისწინებით, თუ როგორ გვაქვს დაცდილი პარლამენტში ვარდების თაიგულის მირთმევა, უკრაინაშიც ალბათ სერიოზული ძვრებია მოსალოდნელი, მითუმეტეს, რომ რადასთან უკვე მიმდინარეობს საპროტესტო აქციები იაცენიუკის გადადგომის მოთხოვნით.

იტვირთბა....