ვითხოვ სამართლიან განაჩენს და ხუთივეს უმკაცრესად დასჯას, – ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან განაცხადა.
რამდენიმე წუთში, მოსამართლე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.
სასამართლოსთან პოლიციაა მობილუზებული.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.