“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ფარულ ჩანაწერებზე გამოძების დაწყების შესახებ ბოდვას უწოდებს.
მისი თქმით, “ესაა ჟურნალისტებისა და მედიის დასჯის განაცხადი”.
ეს ბოდვაა. მაგრამ უაღრესად საშიში ბოდვა. განსაკუთრებით – “ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე” – აი ამ ნაწილში.
ესაა ჟურნალისტების და მედიის დასჯის განაცხადი, არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი.
პ.ს. დანარჩენის აბსურდულობაზე წერაც არ ღირს, იმდენად ცხადია, და, რაც დავწერე იმასთან შედარებით, მეორეხარისხოვანი.” – დაწერა საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.
პროკურატურის განცხადებით საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების მუხლით დაიწყება.