ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე, სოციალურ ქსელში, ფოტოს აქვეყნებს. როგორც თავად წერს, ერთ-ერთმა მანქანამ აბაშიძის ქუჩაზე „4 მანქანა „ალეწა“.
„დღეს ამ მანქანამ აბაშიძეზე 4 მანქანა „ალეწა“, მათ შორის ჩემიც და მიიმალა. მფლობელი ვინმე ნ. ლაშაურია. სალონში ვიჯექი მაგ დროს და მანქანა ვერ ვიპოვე, ქუჩის მეორე მხარეს მიმიპარკინგა ოხერმა. რაც შეეხება მანქანას, სამართალდამცველებმა ცხვედაძის ქუჩაზე დაგდებული იპოვეს და საჯარიმოზე წააქუცქუცეს”, – წერს ნინო ნადირაძე.