ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 22 მარტის კვირაში აუცილებლად მივიღებთ ვაქცინის დოზებს, “ეს არისინფორმაცია, რასაც “კოვაქსი” ოფიციალურად გვიდასტურებს.”
მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში სხვა კომპანიებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, მათ შორის ჩინურ “სინოფრამთანაც”
ყველანაირი დიპლომატიური არხი არის გამოყენებული იმისთვის, რომ ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი დროულად მოხდეს, აცხადებს თამარ გაბუნია.
მისივე განმარტებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ინდოეთში ერთი კვირაა იმყოფება. როგორც გაბუნია აცხადებს, ინდოეთი მკაცრად არეგულირებს ქვეყნიდან ვაქცინების გატანას, რის გამოც, იქ მაღალი დონის ვიზიტია საჭირო.
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმწოდებლებთან გრძელდება, „კოვაქსის პლატფორმით“. როგორც უკვე იყო დაანონსებული, 22 მარტის კვირაში ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინას და ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 22 მარტის კვირაში არის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ჩამოვიდეს. ამდენად, მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის ინფორმაცია, რასაც „კოვაქსი“ გვიდასტურებს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა კომპანიებთან ბილატერალური შეთანხმების გაფორმებისთვის, მათ შორის გახლავთ, „მოდერნა“, ასევე „სინოფარმი“, „სინოვაკი“. მოგეხსენებათ, ჩინური ვაქცინები განიხილება განსაკუთრებით, „სინოფარმი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისთვის და მარტის ბოლომდე მოსალოდნელია მათ ავტორიზაცია მიიღონ, „სინოფარმი“ უკვე აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ, ამდენად, რეალურად, ჩვენი კანონმდებლობა ამ ვაქცინის განხილვის საშუალებას გვაძლევს. ვფიქრობ, მოკლე ხანში უფრო კონკრეტული ციფრები გვექნება იმასთან მიმართებაში, თუ „კოვაქსის პლატფორმის“ მიღმა რომელი მწარმოებლიდან, რა ვადებში და რა რაოდენობის ვაქცინების მობლიზება მოხდა ქვეყნის მიერ. ინდოეთში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უკვე თითქმის ერთი კვირაა, რაც იქ ვიზიტი გრძელდება. ინდოეთი ვაქცინების ერთ-ერთი დიდი მწაროებელია, მათ შორის არის „ასტრაზენეკა“, რომელიც იწარმოება სერუმის ინსტიტუტის მიერ, ასევე „ნოვოვაქსი“, რომელიც ასევე წარმოებული იქნება სერუმის ინსტიტუტში და არის ინდური ვაქცინები, რომელსაც ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია, თუმცა, მათი რეგისტრაცია და გამოყენება დაიწყო არაერთმა ქვეყანამ – ინდური ვაქცინის მილიონობით დოზა შეიძინა მაგალითად, ბრაზილიამ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველანაირ შესაძლებლობას იკვლევს საგარეო საქმეთა სამინისტრო, „ასტრაზენეკა“, „ნოვოვაქსი“ სერუმის ინსტიტუტში იწარმოება და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ.” – განაცხადა გაბუნიამ