ახალი ამბები მთავარი

კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში – როგორია ინფიცირებულის მდგომარეობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

მან განმარტა, რომ პაციენტი ვირუსით დაახლოებით სამი თვის შემდეგ რეინფიცირდა და რეინფიცირების შტამი ერთი და იგივეა.

„ერთი შემთხვევაა დადასტურებული რეინფიცირების, სამთვიანი შუალედით. იქ სხვადასვა შტამი არ არის, ერთი და იგივე შტამის მუტანტია. რეინფიცირება მოხდა 2,5 – 3 თვის შემდეგ. ორივე შემთხვევაში არის მსუბუქი მიმდინარეობა. რაც შეეხება ასაკს, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ ხანდაზმული არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....