მარტვილში, ჭყონდიდის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან, ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოების კრება მიმდინარეობს მრევლის საპროტესტო აქციის ფონზე. სასულიერო პირები და მრევლი აპროტესტებენ მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებას.
გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ჭყონდიდის ეპარქიის მრევლმა ოფიციალურად მოთხოვოს მიტროპოლიტ სტეფანეს, რომ დატოვოს ჭყონდიდის ეპარქია.
“ამათ ცნობიერება აქვთ საღი! ესენი გასაპარსები არიან დროულად!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამა ანდრია სარია წერს.
ცნობისათვის, მიტროპოლიტმა სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირებს – დიაკონ კონსტანტინე გაბისონიასა და ბერდიაკონ პეტრეს (ღუდუშაური) მღვდელმოქმედება აუკრძალა.