ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველომ შესაძლოა ჩინური ვაქცინა მიიღოს: რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველომ შესაძლოა ჩინური ვაქცინა მიიღოს.

„თუ ჩინური ვაქცინა მოიპოვებს საერთაშორისო აღიარებას, მას წარდგენილი აქვს საბუთები ამ სერტიფიკატების მოპოვებაზე.

მაშინ არ შეიძლება ჯიუტად გავაგრძელოთ ჩვენი პოზიცია, რომ კატეგორიულად უარი ვთქვათ ჩინურ ვაქცინაზე. თუ მას ექნება საერთაშორისო აღიარება, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ევრო-ამერიკულ ვაქცინებს, მაგრამ ელემენტარულად, ასორტიმენტისთვის არ არის გამორიცხული და შეიძლება მიზანშეწონილიც არის ჩინური ვაქცინის რაღაც ნაწილის შემოტანა” – განაცხადა ცერცვაძემ.

იტვირთბა....