ევროკომისია (EC) ევროკავშირში ვაქცინაციის პასპორტების შექმნის იდეაზე მუშაობს. ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ვაქცინაციის ელექტრონული პასპორტი უსაფრთხო მოგზაურობის უზრუნველსაყოფად იქმნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ იდეას ნაადრევს უწოდებს, რადგან ჯერ კიდევ არ არის ყველასთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი და იდეას დახვეწა სჭირდება.
ამის მიუხედავად, ევროკომისია პირველ პროექტს 17 მარტს წარადგენს. თუმცა კი მათი პრაქტიკული გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებები მოგვიანებით მიიღება. ამის შესახებ, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმა განაცხადა.
“მისი გამოყენების საკითხს ევროკავშირის ქვეყნები მოგვიანებით გადაწყვეტენ” – თქვა მან.
ცნობილია, რომ დოკუმენტს არ ეწოდება პასპორტი, არამედ ეწოდება “მწვანე ელექტრონული საშვი”.