ახალი ამბები მთავარი

თოვლისა და ყინვის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა – იხილეთ რა მიმართულებებზე მოქმედებს შეზღუდვები

ინტენსიური თოვლისა და ლიპყინულის გამო გზებზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რამდენიმე მიმართულებით შეზღუდვების დაწესების შესახებ განცხადება გაავრცელა.

შეზღუდვები მოქმედებს შემდეგ მიმართულებებზე:

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 (ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზეაკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მლეთა-გუდაურის (ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოხდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

იტვირთბა....