ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოლიტიკური გემოვნება არ მეცვლება” – ვასილ მაღლაფერიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის პოსტ ტოვებს

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ყოფილი გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. მან ამის შესახებ განცხადება სოციალური ქსელის საკუთარ გევრდზე გაავრცელა.

მისი თქმით, პოსტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს და პოლიტიკური გემოვნებას კი არ იცვლის.

“მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!” – წერს მაღლაფერიძე საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე.

შეგახსენებთ, ვასილ მაღლაფერიძე თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული განცხადების შემდეგ აირჩიეს.

იტვირთბა....