ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია წვევამდელებისათვის

თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას იწყებს

2015 წლის 15 დეკემბრიდან თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს შეიარაღებულ ძალებში იწვევს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს.

სამინისტროს ინფორმაციით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური.

“სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივ სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური სამართლებრივი დაცვით”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ანაზღაურების გარდა საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და საერთაშორისო ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა.

უწყების ცნობით, რეკრუტი რომ გახდეს, მოქალაქემ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტები უნდა გაიაროს; ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას. რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე (BCT –Basic Combat Training). სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან ის უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურეობით და განთავსებით. 10-კვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში რეკრუტი ქვედანაყოფში თანამდებობაზე ინიშნება.

განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს – მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი); ფოტო სურათი 3X4 – 2 ცალი; სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი; ჯანმრთელობის ცნობა და სპორტული ფორმა (ფეხსაცმელი);

საკონტრაქტო სამსახურისათვის კანდიდატების შერჩევის პერიოდში, მოქალაქეს კანდიდატის სტატუსი ენიჭება. ამ შუალედში ის პირადი საქმის შესადგენად საბუთებს წარმოადგენს: ნამსახურების ნუსხა (გაიცემა სამხედრო განყოფილებაში); გასაწვევი პირის განცხადება; ანკეტა (შეივსება სამხედრო განყოფილებაში); ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და დაბეჭდილი); დაბადების მოწმობის ასლი; პირადობის მოწმობის ასლი; განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი; ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი; შვილების დაბადების მოწმობის ასლი; ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები; მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში); ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაცემული); ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (,,MMR”- წითელა, წითურა, ყბაყურა: ,,TD”-ტეტანოსი-დიფტერია); ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ლაბორატორიულად შემოწმებული); ცნობა ნასამართლეობის შესახებ; ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ); შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში); მიღებული სერთიფიკატის ასლი; სამხედო ბილეთის ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ასლი და დედანი); ფოტო სურათი 3X4 – 4 ცალი (ფერადი და ელექტრონული ვერსია CD);

სამინისტროს ინფორმაციით, საბუთების მიღება წარმოებს 2015 წლის 15 დეკემბრიდან ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ეროვნულ სასწავლო ცენტრში ,,კრწანისი”; მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი კრწანისი, ტელეფონის ნომერი – 595 05 06 85; 595 05 06 73.

იტვირთბა....