ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დატოვონ საქართველო, წაიღონ თავისი აკვარიუმი ზვიგენიანად და სადმე ბედნიერად ხარჯონ თავისი მილიარდები…”

„შვილის გაზრდა ნიშნავს – გემოვნება დაუყენო, რაც კულტურული დისკურსის ნაღებთან ზიარებას ნიშნავს და მორალი გააცნო და დაუფიქსირო ცნობიერებაში”, – ამით მხატვარი გია ეძგერაძე, „TV პირველის“ მიერ გამოქვეყნებულ იმ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომლის შინაარსის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა, მისი მისამართით დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორის დასჯა, ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს სთხოვა.

“ბერას გემოვნება ვიცით – ტიკ-ტოკზე კლიპები გვაქცს ნანახი და მეტყველების ფორმა და შინაარსიც ცნობილია, მაგრამ, სკოლაში რომ ვსწავლობდი ბიჭებს შორის დაძაბულობისას უფროსი ძმა რომ მიგეყვანა საქმის გასარჩევად „პაზორი“ იყო ისეთი, რომ ვერ გამოხვიდოდი ქუჩაში და ეს რომ მინისტრებს უგზავნის და ზონდერ ბრიგადებს თანატოლებს საერთოდ ოჯახში რაიმე თუ ასწავლეს მორალის მსგავსი?! წასულიყო, იქ გლდანში, ვიღაცამ რომ გამოწვია გცემო და ეჩხუბა, ხომ აქვს კუნთები – მერე ქართველები ფილმს დავდგავდით ქართველი მილიარდერის შვილზე ვინც ქუჩის ბიჭს ვაჟკაცურად ეჩხუბა; შეიძლება ასეთ სიუჟეტს ჰოლივუდისთვისაც გამოეკრა კბილი. არა პრემიერები და მინისტრები მიუქსია…

ეს რა ხდება, რა უტუები გვაზიან თავზე – დატოვონ საქართველო, წაიღონ თავისი აკვარიუმი ზვიგენიანად და სადმე ბედნიერად და თავისი გემოვნებით ხარჯონ თავისი მილიარდები. რატომ შეგვიჩდნენ?! რად უნდათ ეს აუტკივარი თავი რომ აიტკიეს და მთელ საქართველოს შეაჯავრეს თავი!“ – თქვა გია ეძგერაძემ.

ცნობისთვის, “TV პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, დასჯას უკვეთავს.

იტვირთბა....