ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ავსტრიაში ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა შეაჩერეს – კომპანია განმარტებას აკეთებს

“როიტერის ინფორმაციით, ავსტრიის ხელისუფლებამ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის შემდეგ ერთი ადამიანის დაღუპვისა და რამდენიმე ადამიანის ავად გახდომის შემდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია შეაჩერა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის შემდეგ 49 წლის ქალს კუაგულაციის მძიმე დარღვევა დაუფიქსირდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ხოლო 35 წლის ქალს, ასევე, ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ ფილტვის ემბოლია განუვითარდა. ფილტვის ემბოლია არის მწვავე ფილტვის დაავადება, რომელიც გამოწვეულია თრომბის გადაადგილებით.

„ამჟამად გარდაცვალების ვაქცინაციასთან კავშირის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს“- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის ფედერალურმა ოფისმა.

შვეიცარიულმა გაზეთმა Niederoesterreichische Nachrichten-მა, ასევე, მაუწყებელმა ORF-მა და სააგენტო APA-მ განაცხადეს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილიც და დაავადებულის ექთნები იყვნენ, რომლებიც „Zwettl-ის“ კლინიკაში მუშაობდნენ. ჯანმრთელობის დაცვის ფედერალურმა ოფისმა განაცხადა, რომ სისხლის შედედება არ არის ვაქცინის გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში. ისინი ატარებენ გამოძიებას, რომ ვაქცინაციასთან შესაძლო კავშირი სრულად გამოირიცხოს.

„როგორც აღმკვეთი ღონისძიება, კონკრეტული ჯგუფების ვაქცინაცია აღარ მოხდება,” – დასძინა ორგანიზაციის წარმომადგენლობამ.

„ასტრაზენეკას“ კომპანიას აღნიშნულ ფაქტზე გამოეხმაურა და თქვა, რომ ვაქცინას რაიმე საზიანო ეფექტი არ აქვს. კომპანია ასევე აცხადებს, რომ ავსტრიულ კომპანიასთან კონტაქტი აქვთ და სრულად არიან ჩართული გამოძიებაში

ევროკავშირის მარეგულირებელმა წარმომადგენლებმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 30 იანვარს დაამტკიცეს და აღნიშნებს, რომ მისი გამოყენება ეფექტური და უსაფრთხოა. ამ ეტაპამდე კვლევებში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები უმეტესწილად ხანმოკლე იყო და სისხლის შედედების საკითხები არ დაფიქსირებულა.

იტვირთბა....