ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ცნობილი გახდა თელავში, ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა

თელავში, ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.  როგორც ირკვევა, მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის აკო აბრამიშვილია. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბიჭს ბოლო დროს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მან უნივერსიტეტში აკდემიური აიღო. მათივე თქმით, ის რამდენიმე თვე სახლიდანაც იყო წასული.

ასევე ცნობილია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი თელავის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ხოსმაზარაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, აღნიშნული შემთხვევა თელავში დღეს მოხდა.

წყარო: fortuna.ge

იტვირთბა....